Saturday, December 8, 2012

  სასკოლო პროექტი "ყველაზე  ჭკვიანი"

პირველი თამაში  ჩატარდა  2012 წლის  გაზაფხულზე. თამაშში მონაწილეობენ დაწყებით  საფეხურის-4,5,6 კლასების მოსწავლეები,თითო კლასიდან 6 მოსწავლე,რომელთაგან 2-2  საუკეთესო  მოსწავლე გადადის  ფინალურ  თამაშში.
  აქ  გამოვლინდება  წლის  ყველაზე  ჭკვიანი მოსწავლე,რომელიც მიიღებს  ფასიან საჩუქარს  და  დიპლომს.


2012 წლის  ყველაზე  ჭკვიანი გახდა   მე-4 კლასის  მოსწავლე  თამარ  ლეკიშვილი, რომელმაც  თანაბარ  ბრძოლაში  დაამარცხა  1  თანაკლასელი  და  4  უფროსკლასელი მოსწავლეები. ვულოცავთ  თამარს  ამ  გამარჯვებას  და  კიდევ  ბევრ  წარმატებას  ვუსურვებთ.






სათამაშო სივრცე



2013  წლის  სათამაშო  სეზონი  კვლავ  მე-4  კლასელებმა  გახსნეს. თამაში  დეკემბრის  დასაწყისში   ჩატარდა   და  6 მოსწავლიდან   2   გადავიდა   ფინალში,  სადაც  ისინი  მე-5  და  მე-6 კლასის  მოსწავლეებს   შეეჯიბრებიან.  მომდევნო  თამაში  დაგეგმილია  2013  წლის  თებერვლის  პირველ  კვირაში, სადაც  ითამაშებენ  მე-5  კლასელი მოსწავლეები.

Tuesday, December 4, 2012

    სკოლის   ინტელექტუალური   პროექტი
თამაშს "რა,სად,როდის?"  საფუძველი ჩაეყარა  2012  წლის  გაზაფხულზე. თამაშში მონაწილეობენ 7,8,9,10,11,12 კლასის მოსწავლეები,შესაბამისად  თითო გუნდში თამაშობს ექვსი მოსწავლე. სეზონის მიმდინარეობისას  გამოიკვეთება გამარჯვებული გუნდები, რომლებიც გადადიან ფინალში.ფინალში გამარჯვებული გუნდი მიიღებს გარდამავალ ჯილდოს-დროშას წარწერით "რა,სად,როდის?"  ჯილდოს იღებენ აგრეთვე სეზონის  საუკეთესო მოთამაშე- სათამაშო ბუს,ხოლო საუკთესო კითხვის  ავტორი-ფასიან საჩუქარს  და დიპლომს.



სასკოლო პროექტი "რა,სად.როდის?"





სათამაშო  მაგიდა და გარდამავალი ჯილდოები:
 დროშა და ბუ